Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: რესტორანი ბანგკოკი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
აზიური სარესტორნო ქსელი "ბანგკოკი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

"ბანგკოკი" წარმოადგენს აზიურ სარესტორნო ქსელს, რომელიც დაარსდა 2016 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს და ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ქართულ ბაზარზე.ჩვენი რესტორნები სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი უახლესი გასტრონომიული დანადგარებითა და ინვენტარით.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: რეზიუმე, სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრება
ანაზღაურება: 1200 ლარი
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 08:00-დან 16:00 საათამდე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მიღებული პროდუქციის დახარისხებაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, აღწერა და ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, დასაწყობების პროცესის კონტროლი;
** საწყობიდან გაცემული მასალების აღრიცხვის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა, მართვა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე Bangkoktbilisi@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე