დასახელება:
ჯუნიორ მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Domino`s Pizza
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
დომინოს პიცა (Domino`s Pizza) საერთაშორისო ამერიკული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ექვს ფილიალს.
დომინო`ს მარკეტინგის დეპარტამენტში კრეატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ წევრს, რომელიც მზად იქნება შემოუერთდეს მარკეტინგულ ინიციატივებს, მთელი გულით ველით.
ვაკანტური პოზიცია - ჯუნიორ მარკეტინგის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი. ვაკე.
გრაფიკი: 10:00 - 18:00; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება ორიენტაციისთვის: 1200+ ლარი (NET)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ციფრული მედია არხების (facebook, instagram და სხვ.) განვითარების სტრატეგიაზე მარკეტინგის მენეჯერთან ერთად მუშაობა, მართვა და მონიტორინგი.
** სოციალური ქსელისათვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, დიზაინერთან კომუნიკაცია და მონიტორინგი.
** ვებ გვერდის მონიტორინგი და მართვაში ჩართულობა.
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია/მონიტორინგი.
** სარეკლამო სააგენტოებთან პირველადი კომუნიკაცია, ინფორმაციის მოძიება და სისტემატიზება.
** სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა და შედეგების ანალიზი.
** სოციალურ არხებში მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, თვის ჭრილში გამოკითხვა, უკუკავშირი მომხმარებელთან, მათ საჩივრებზე მუშაობა-მონიტორინგი. მიღებული მონაცემების სისტემატიზაცია, განახლება
** მომხმარებელთა ბაზის განახლება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რელევანტურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება. (სასურველია კვებითი ინდუსტრიის მიმართულებით)
** სოციალური პლატფორმების მართვის გამოცდილება
** გამართულად წერის უნარი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის (B2) ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ოპერატიულობა
** დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ყოველწლიურად ზრდად ანაზღაურებას;
** პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებას,
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფასდაკლებას სპორტულ დარბაზებში;
** გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლობას;
** განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - " ჯუნიორ მარკეტინგის მენეჯერი".
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
|
|
|
|