Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=628296&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ბიზნეს განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბიზნეს განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ss.ge
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
SS.ge აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

SS.ge განცხადებების პორტალია, რომელიც რამდენიმე კატეგორიისგან შედგება: უძრავი ქონება, დასაქმება, განათლება, მარკეტი, ავტო, მომსახურება და ფინანსები.

SS.ge-ს მეგობრულ გუნდს გვსურს შემოგვიერთდეს დამწყებ ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე მომსახურების რუბრიკის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** SS.ge-ს მომსახურების კატეგორიის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ჩართულობა;
** დასახული სტრატეგიული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** მოლაპარაკებების წარმოება კატეგორიის განვითარების ხელშესაწყობად;
** სთეიქჰოლდერებთან აქტიური კომუნიკაცია და რეპორტინგი;
** ჩართულობა სხვა მარკეტინგულ/დიჯითალ აქტივობებზე საიტის კონკრეტული კატეგორიის განვითარების კუთხით.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტის მართვის/ასისტენტის/კოორდინატორის პოზიციაზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** საქმის გადანაწილების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ ზრდას და კომპანიაში დაწინაურების შესაძლებლობას;
** პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას;
** პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად ტრენინგ/კურსების დაფინანსებას;
** ჯანსაღ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ #49.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1 200 - 2 000 ლარი; საბონუსე სისტემა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 მაისი.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: ana@ss.ge

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: ana@ss.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: ana@ss.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია