"ელთიბი"-ს გუნდში ვეძებთ მარკეტინგის ჯგუფის უფროსს.
ჩვენ გთავაზობთ:
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ შექმნა და დანერგო ძალიან კრეატიული ბრენდის კამპანია.
ვის ვეძებთ:
** ხარ მოტივირებული, სხარტი და უზომოდ გიყვარს ბრენდის კონტენტ სტრატეგიის ჩამოყალიბება და კომპანიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება.
** თუ შენ, მუდმივად ხარ თანამედროვე კრეატიული ტექნოლოგიების საქმის კურსში, და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!
შენ იქნები:
** მეგობრული კომპანიის საუკეთესო გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს თანამედროვე მიდგომებით და შეიტან უზარმაზარ წვლილს ბიზნესის და ბრენდის შექმნაში.
** შენ უზრუნველყოფ, ღია თანამშრომლობას მეგობრულ გუნდებთან; მათ შორის, პროდუქტის განვითარების, გაყიდვების და ასორტიმენტის მარკეტინგული და ბიზნეს მიზნების მისაღწევად;
შენ დაგევალება:
** მარკეტინგული სტრატეგიისა და კომპეტენტური, სანდო და ხარისხიანი ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა;
** ახალი ტენდენციების მუდმივი კვლევა, შესწავლა, დანერგვა და ბაზრის კონკურენტული უპირატესობის ანალიზი;
უნდა გქონდეს:
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;
** მულტიფუნქციურ გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** კრეატიული და სხარტი აზროვნება
თუ გსურთ შეუერთდეთ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და გაზარდოთ კომპანიის რესურსი, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება/CV ელ-ფოსტაზე: vacancy@ltb.ge.
არ დაგავიწყდეთ, თემაში (Subject) პოზიციის მითითება.
|