Робота для біженців з України
მიმტანი/მომსახურე პერსონალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი/მომსახურე პერსონალი
მომწოდებელი: სუში რუმი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
სუში რუმი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/მომსახურე პერსონალის პოზიციაზე. იხსნება სუში რუმის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. ვეძებთ ერთგულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურე პერსონალს/ მიმტანს.

ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი

რას გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** უნიკალური შესაძლებლობას გაიზარდოთ პრემიუმ ბრენდთან ერთად;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - ჩვენი ამჟამინდელი გუნდი ერთი ოჯახია;
** ყოველწლიურ კორპორატიულ წვეულებებს და მხიარულ გუნდურ ღონისძიებებს; დახვეწილ და გემოვნებიან გარემოს;
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.

მოთხოვნები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აუცილებელია;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** ქართული და ინგლისური ენის გამართული ცოდნა.

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტაცია და მომსახურება;
** საჭიროების შემთხვევაში სალაროსთან მუშაობა;

გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge და სათაურის ველში "მომსახურე პერსონალი".
შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, სადაც ყველას აფასებენ და პატივს სცემენ. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.

გელით ჩვენს ოჯახში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე