დასახელება:
სუშის მზარეულის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
სუში რუმი
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
სუში რუმი აცხადებს ვაკანსიას სუშის მზარეულის ასისტენტის პოზიციაზე.
იხსნება სუში რუმის-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო, გაქვს გამოცდილება, ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდე იაპონური სამზარეულოს მაღალი დონის მზარეული, ეს ვაკანსია შენთვის არის.
ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული
რას გთავაზობთ:
** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** უნიკალური შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ იაპონური სამზარეულო სუშის ოსტატი მზარეულისგან და დროთა განმავლობაში გახდეთ სუშის შეფ-მზარეული თავად;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - ჩვენი ამჟამინდელი გუნდი ერთი ოჯახია
** ყოველწლიურ კორპორატიულ წვეულებებს და მხიარულ გუნდურ ღონისძიებებს; პრემიუმ სამზარეულოს მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითა და ხელსაწყოებით;
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.
მოთხოვნები:
** ინტერესი იაპონური სამზარეულოს მიმართ (სამზარეულოს გამოცდილება პლუსია);
** სრულ განაკვეთზე მუშაობის სურვილი (კვირაში 5 დღე, საჭიროების შემთხვევაში საღამოს და შაბათ-კვირის ჩათვლით);
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აუცილებელია.
პასუხისმგებლობა/მოვალეობები:
** მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.);
** სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება;
** სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge და სათაურის ველში "სუშის მზარეულის ასისტენტი".
შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, სადაც ყველას აფასებენ და პატივს სცემენ. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.
გელით ჩვენს ოჯახში!
|
|
|
|