Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ინტერ ლოჯისტიკს
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "ინტერ ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე - https://www.facebook.com/InterlogisticsLTD

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური დამკვეთების მოძიება;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** გეგმის შესრულება;
** პერიოდული შემაჯამებელი რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავსი მიმართულებით მინიმალური სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** მიზანმიმართული;
** შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
ანაზღაურება: 800 ლარი გამოსაცდელი პერიოდის მანძილზე, 1 თვის შემდეგ გააქტიურდება საბონუსე ნაწილი, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, ფიქსირებული ანაზღაურების ცვლილება 1000-1500net + საბონუსე სისტემა.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 22 მაისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე