დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
სუში რუმი
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
სუში რუმი აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
იხსნება სუში რუმის-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გინდა რომ გახდე იაპონური სამზარეულოს/რესტორნის მაღალი დონის გუნდის წევრი, ეს ვაკანსია შენთვის არის.
ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული
რას გთავაზობთ:
** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** დახვეწილ და გემოვნებიან გარემოს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - ჩვენი ამჟამინდელი გუნდი ერთი ოჯახია
** ყოველწლიურ კორპორატიულ წვეულებებს და მხიარულ გუნდურ ღონისძიებებს;
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.
მოთხოვნები:
** სრულ განაკვეთზე მუშაობის სურვილი (კვირაში 5 დღე, საჭიროების შემთხვევაში საღამოს და შაბათ-კვირის ჩათვლით);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აუცილებელია.
** პასუხისმგებლობა/მოვალეობები:
** რესტორნის ეზოს, შიდა ფართის და სველი წერტილების სუფთად შენარჩუნება;
** ხელსახოცების, უნიფორმების და ჩაის ტილოების რეცხვა-დაუთოება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge და სათაურის ველში "დიასახლისი".
შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, სადაც ყველას აფასებენ და პატივს სცემენ. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.
გელით ჩვენს ოჯახში!
|
|
|
|