Робота для біженців з України
ფარმაცევტის თანაშემწე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტის თანაშემწე
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ფარმაცევტის თანაშემწე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება,
** პრიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის დეპარტამენტების მოთხოვნის საფუძველზე გასაცემი მედიკამენტების და სახარჯი მასალის შეგროვება;
** კლინიკის აფთიაქში შემოსული მედიკამენტების და სახარჯი მასალის მითვლა და სათანადო ადგილზე განთავსება;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტების ვადის კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy_Surgery_Batumi@aversi.com

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 1 მაისი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფარმაცევტის თანაშემწე) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე