დასახელება:
სხივური თერაპიის ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სხივური თერაპიის ტექნიკოსი.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა: საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება.
** სასურველია: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია: სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** სხივური თერაპიის პროცედურისთვის პაციენტის მომზადება.
** სხივური თერაპიის პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი.
** სხივური თერაპიის პროცედურის ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების მართვა.
** პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა,
** თავაზიანობა,
** თანაგრძნობის უნარი,
** სტრესულ სიტუაციებში და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. N7
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com არაუგვიანეს 2025 წლის 1 მაისი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სხივური თერაპიის ტექნიკოსი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
|
|
|
|