დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
გეზ მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 05 მაისი
|
კომპანია "გეზ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
პირობები:
** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (კვირა დღე დასვენება)
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ (შესვენება 1 საათი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + გაყიდვების პროცენტი. ყოველთვიური ხელფასი 2500-3500 ლარი.
პროდუქტი: საავტომობილო და ინდუსტრიული საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, ავტოქიმია, ავტოკოსმეტიკა, ფილტრები, მუხრუჭები, სხვა ავტონაწილები და ავტოაქსესუარები.
პასუხისმგებლობები:
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლისთვის, მყარი არგუმენტაციის გამოყენებით, პროდუქციის/მომსახურების სწორედ წარდგენა, პოპულარიზაცია და გაყიდვა.
** მომხმარებლების ხარჯ-სარგებლიანობის და საჭიროებების ანალიზის წარმოება მომხმარებლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
** მომხმარებელთან ურთიერთობისას, პოზიტიური და ჯანსაღი თანამშრომლობის გარემოს დამყარება, განვითარება და შენარჩუნება.
** არსებულ/პოტენციურ მომხმარებელთან, ყოველდღიურ რეჟიმში სატელეფონო ზარების განხორციელება.
** არსებულ/პოტენციურ მომხმარებელთან, ყოველკვირეულ რეჟიმში შეხვედრების და ვიზიტების განხორციელება.
** მომხმარებლის პრობლემების დროული გადაწყვეტა, მომხმარებლის მხრიდან მაქსიმალური კმაყოფილების მისაღწევად.
** გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის და დადებითი შედეგების მიღწევა შეთანხმებული გრაფიკის ფარგლებში.
** გუნდის წევრებთან და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის ასამაღლებლად.
** ტერიტორიის/ბაზრის პოტენციალის გაანალიზება, გაყიდვებზე და სიახლეებზე თვალყურის დევნა.
** პროდუქციის მიწოდების მენეჯმენტთან ერთად, მომხმარებელთა საჭიროებების, პრობლემების, ინტერესების, კონკურენტული საქმიანობისა და ახალი პროდუქტების, სერვისების პოტენციალის შესახებ პერიოდული მოხსენიება.
** გაყიდვების საუკეთესო პრაქტიკებზე და სარეკლამო ტენდენციებზე თვალყურის დევნება.
** მომხმარებლის გამოხმაურებაზე დაყრდნობით გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება და პერსონალური განვითარება.
მოთხოვნები და უნარები:
** გაყიდვების წარმომადგენლად სამუშაო გამოცდილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია.
** MS Office-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
** პროდუქტიული ბიზნეს პროფესიული ურთიერთობების დამყარების უნართან ერთად, სასურველია BRM და CRM პრაქტიკის შესახებ ცოდნა.
** უაღრესად მოტივირებული და მიზანმიმართული გაყიდვებისადმი.
** გაყიდვების, მოლაპარაკების და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები.
** პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები.
** აუდიტორიის საჭიროებებზე მორგებული პრეზენტაციების შექმნისა და წარდგენის უნარი.
** ურთიერთობის მართვის უნარები და ღიაობა უკუკავშირისთვის.
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს კომპანიის სამივე ფილიალში.
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას.
** კორპორაციულ და გუნდურ ღონისძიებებს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gezmotors.ge
|
|
|
|