დასახელება:
დღის ცენტრის ექიმი
|
მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 18 მაისი
|
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას ხანდაზმულთა დღის ცენტრი "ჰარმონიის" ექიმის თანამდებობაზე.
პროგრამა/პროექტი: სოციალური დაცვის პროგრამა / ხანდაზმულთა დღის ცენტრი "ჰარმონია"
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 საათი
ვაკანსია ღიაა: დიპლომირებული თერაპევტებისთვის
ხანგრძლივობა: უვადო (4 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით)
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქ.#23
ანაზღაურება: 200 ლარი (ხელზე ასაღები)
პროექტის შინაარსი: ხანდაზმულთა დღის ცენტრი "ჰარმონიის" მთავარი მიზანია ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება და სოციალური რეინტეგრაცია სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.
თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:
მოვალეობა N1. უფლებებზე დაფუძნებული შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა
** ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის წარმოება. კლუბის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება
** მულტიდისციპლინურ გუნდში მონაწილეობის მიღება
** მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კლუბის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა
** გეგმის მიხედვით, ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევა
** გეგმის მიხედვით, ჯგუფური შეხვედრების წარმართვა - ლექციები სამედიცინო/ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით
** მომსახურების მიწოდების განრიგის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** ბენეფიციარისთვის საჭირო მედიკამენტების სიების შედგენა და კოორდინატორისთვის წარდგენა
** განხორციელებულ აქტივობებთან მიმართებაში ყოველთვიური ანგარიშის წარმოება და შემთხვევის კოორდინატორისთვის წარდგენა
** საჭიროების შემთხვევაში კლუბის წევრის ოჯახის წევრების კონსულტირება
** კლუბის წევრთა საჭიროებების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში გარე სერვისებში გადამისამართება/რეკომენდაციების გაწევა
მოვალეობა N2. ჯანმრთელობის ეფექტურად მართვის მიმართულებით მუშაობის განვითარების ხელშეწყობა
** მულტიდისციპლინური გუნდის წევრების კონსულტირება, პროფესიული რეკომენდაციის გაწევა
** სამუშაო პროცესში გამოვლენილი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება და განხილვა პროგრამის მენეჯერთან
** კლუბის წევრთა ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული ჯგუფური აქტივობების საკითხების იდენტიფიცირება, მომზადება და განხორციელება
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სიახლეების ინიციირება და დანერგვის ხელშეწყობა
** დღის ცენტრის საქმიანობების ანალიზში მონაწილეობის მიღება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
** თავისი ცოდნის მუდმივი განვითარება გერონტოლოგიის მიმართულებით
** "კარიტასის" სხვა მომსახურებებთან თანამშრომლობა დღის ცენტრის წევრების კეთილდღეობის გაზრდის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში
** კონტაქტის დამყარება მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის ქონა
** საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირება მიუხედავად დაკისრებული ფუნქციებისა
** პროგრამის მენეჯერისა და კოორდინატორის პოტენციური პრობლემების შესახებ ინფორმირება და რეკომენდაციების შემუშავება მათ გადასაჭრელად
** საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
ზოგადი:
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს "კარიტასის" ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით
** იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი
** მონაწილეობა მიიღოს სოციალური პროგრამის და მთლიანი "კარიტასის` თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა გონივრულ დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება:
აუცილებელი:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია ზოგადი თერაპიის მიმართულებით)
** თერაპევტად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
სასურველი:
** ხანდაზმულ პირებთან მუშაობის გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება
ცოდნა და უნარები:
აუცილებელი:
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** კარგი წერითი უნარ-ჩვევები
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
აუცილებელი:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** არაგანსჯითი მიდგომა
** გუნდში მუშაობის უნარი
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე: ketevan.chikviladze@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: "ექიმის ვაკანსია".
"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 22.04.2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 18.05.2025
ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
http://www.caritas.ge;
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo
|
|
|
|