Робота для біженців з України
კლინიკური უნარებისა და OSCE ცენტრის ხელმძღვანელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკური უნარებისა და OSCE ცენტრის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური უნარებისა და OSCE ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი, (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
** სამუშაო განაკვეთი: სრული, (საჭიროების შემთხვევაში შაბათი დღეც)
** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
** ანაზღაურება: 1500 ლარი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მანეკენების და სიმულატორების აღრიცხვა, მოვლა, განახლება ლაბორატორიის მენეჯერის დახმარებით.
** ახალი მანეკენების და სიმულატორების შეკვეთა დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
** მანეკენების და სიმულატორების სრულფასოვნად ამუშავების უზრუნველყოფა.
** OSCE-ში ჩართული პერსონალის დატრენინგება საჭიროების შემთხვევაში.
** OSCE გამოცდების ორგანიზება და ჩატარება.
** გამოცდებისათვის და ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სახარჯი მასალების ჩამონათვალის მიწოდება ლაბორატორიის მენეჯერისათვის შესაკვეთად.
** OSCE გამოცდების შედეგების ანგარიშების მომზადება და წარდგენა დეკანთან.
** OSCE შემცველი სასწავლო კურსების სილაბუსებში ინფორმაციის განახლება და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში სასწავლო კურსის ლექტორთან და პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.

დაინტერესებულ კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე