დასახელება:
სერვისის კონსულტანტი-მოლარე
|
მომწოდებელი:
კაფე 30 Bubbles
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
კაფე "30 bubbles" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტი-მოლარეს პოზიციაზე.
მისამართი: მთაწმინდის პარკი
სამუშაო გრაფიკი 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე თუ 17:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე. კვირაში ერთი დღე დასვენება.
ხელფასი: ცვლაში 50 ლარი, პლუს თიფსი, % შემოსავლიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურება;
** ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
** ვაფლის, ფრეშის, მილკშეიკის და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
** შეკვეთების მიღება, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნება;
** საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ საშუალო განათლება;
** ინგლისური, რუსული და ქართული ენების ცოდნა.
საჭირო უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ბენეფიტები:
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** ტრენინგი;
** კვებაზე ფასდაკლება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგი ელფოსტის მისამართზე: arsega@list.ru
|
|
|
|