Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი კოსმეტიკა
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
მაღაზიათა ქსელი "Cosmetics-კოსმეტიკა" აცხადებს კონკურსს მენეჯერის პოზიციაზე

ჩვენ წარმოვადგენთ კოსმეტიკის, პარფიუმერიის და თავის მოვლის მულტიბრენდულ მაღაზიებს, რომლებიც წარმოდგენილია სავაჭრო მოლებში სტენდების სახით, ამ დროისთვის 4 ფილიალი მდებარეობს თბილისის მოლებში, ხოლო 3 ფილიალი რეგიონებში - რუსთავში, გორში და თელავში

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალებში მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** თანამშრომელთა გუნდის მართვა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციის მიღებისა და გაყიდვების პროცესის მონიტორინგი;
** ფილიალებში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების მართვა;
** ფილიალებში არსებული პროდუქციის გეგმური აღწერაში მონაწილეობის მიღება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;
** სააღრიცხვო პროგრამის ფილიალებში მართვის მონიტორინგი
** ციფრული კომუნიკაციის დაგეგმვა/ორგანიზება/შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავაჭრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა OPTIMO-ს ან/და მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** სასურველია საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: davitmachavariani@hotmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მენეჯერი"..
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე