Робота для біженців з України
საღამოს ცვლის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საღამოს ცვლის კონსულტანტი
მომწოდებელი: კიკუ.ჯი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"კიკუ" ეძებს საღამოს ცვლის კონსულტანტს შოურუმისთვის!

სამუშაო გრაფიკი: 20:00-23:00 (პრიორიტეტი მიენიჭებათ მათ, ვინც შეძლებენ 00:00-მდე ან პოტენციურად უფრო გვიანობამდე დარჩენას).
ანაზღაურება: 7.4₾ (ხელზე ასაღები) საათში. ანგარიშსწორება ხდება თვის ბოლოს, ჩვეულებრივ დარიცხული ხელფასის სახით.
გრაფიკი: შეთანხმებით სხვა კონსულტანტებთან, მინიმუმ 15 დღე თვეში. დღის კონსულტანტების სამუშაო გრაფიკია 11:00-20:00 და ხანდახან ისინი დარჩებიან საღამოს, თუმცა საღამოს კონსულტანტის მთავარი ფუნქციაა რომ მინიმუმ სანახევროდ მას ჰქონდეს მიბარებული ღამის ცვლა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
** თემატიკის მიმართ ინტერესი;
** მეგობრულობა და მცირე ბორდში ინტეგრაციის უნარი.

დამატებითი ანაზღაურების გამომუშავებისთვის შესაძლებელი იქნება ხანდახან დღის ცვლაში ჩართვაც.

შერჩეული კანდიდატი გაივლის 3-დღიან მომზადებას, რათა ზედმიწევნით შეისწავლოს ჩვენი პროდუქციის თავისებურებები და მუშაობის პრინციპი. შერჩევის შემთხვევაში ეს 3-დღიანი მომზადება ჩაითვლება სრულად ანაზღაურებადად.

თვეში ერთხელ (ძირითადად შაბათს ან კვირას) გვაქვს შეკრება, სადაც განვიხილავთ კომპანიის მიღწევებს და სამომავლო გეგმებს. ამავდროულად ვერთობით და გვაქვს წვეულება. ამ დღეს დასწრება არის სავალდებულო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მითითებულ მეილზე: gpamge@gmail.com

თუ დაურთავთ სამოტივაციო წერილს ან/და სოციალური მედიის ლინკს, თქვენ მოგენიჭებათ პრიორიტეტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე