დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
რედბერი
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 04 მაისი
|
"რედბერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge
ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: https://wegroup.ge/
ჩვენ მზარდ გუნდში ვეძებთ ენერგიით და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
მოქნილი სამუშაო გრაფიკი:
5 დღე ნახევარი განაკვეთი: I ცვლა - 10:00-16:00; II ცვლა - 16:00-22:00
შესვენება: დღეში 40 წუთი
1 დღე სრული განაკვეთი: 10:00-22:00
შესვენება: 1 სთ და 20 წუთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, 1000-1300 ლარამდე
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
** დღიური და თვიური ბონუსები KPI-ს შესრულების მიხედვით;
** პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
** მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** მაღაზიის ვიზუალზე და სტენდის სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა.
ღირებულებები და პიროვნული უნარები:
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bCWLIUse
|
|
|
|