Робота для біженців з України
ტენდერი ლეპტოპის მომწოდებელი კომპანიების შერჩევაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ლეპტოპის მომწოდებელი კომპანიების შერჩევაზე
მომწოდებელი: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
თანდართული ფაილი: 628174_Attachments_6793673.zip
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" აცხადებს ტენდერს ლეპტოპის მომწოდებელი კომპანი(ებ)ის შერჩევაზე.

"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" 2019 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.
ორგანიზაციის მისიაა კახეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებისა და მიწოდების გზით როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით.

ა (ა)იპ "კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" იწვევს პოტენციურ კომპანიებს, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კატეგორიაზე: ლეპტოპის შესყიდვა.

კომპანია/კომპანიები შეირჩევა 3 წლის ვადით.

შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება 3 წლიანი ხელშეკრულების გაფორმება.

შერჩეული მომწოდებელი/მომწოდებლები მოემსახურებიან კსგ ცენტრში მიმდინარე პროექტს "Outsourcing Social Services in Georgia - strong CSOs for Quality Services. Soziale Dienstleistungen für vulnerable Gruppen - starke NGOs für mehr Qualität"

აგრეთვე, შერჩეული კომპანია/კომპანიები გაუწევს მომსახურებას ამავე ცენტრში მიმდინარე ყველა პროექტსა და პროგრამას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია:

** ფასების შემოთავაზების ფორმა
** გთხოვთ იხილოთ თანდართული ექსელის ორი ფაილი (Price list Laptop, Supplier Information Laptop). მომწოდებლის მიერ შესავსები ველები მონიშნულია ყვითლად.

შემოთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია (Request for Proposal) იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

მოთხოვნები: მომწოდებელს უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.

განმარტებებისთვის მიმართეთ:

"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი"
ქ. თელავი, რუსთაველის გამზ. N 81ა
ელ.ფოსტა: info@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge.

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: info@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge ან დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 აპრილი, 2025 წ. 18:00 სთ. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "Laptop".

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე