დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Finway
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
საბუღალტრო მომსახურების კომპანია FINWAYAY აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი.
** სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშაო დღე)
** სამუშაო დრო: 10:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების სისწორისა და სისრულის კონტროლი/უზრუნველყოფა;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება/დეკლარირება სტანდარტების დაცვით;
** ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირება;
** საჭიროების შემთხვევაში, მის საქმიანობასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებს ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა.
ანაზღაურება: 2000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: tasikotea@yahoo.com
|
|
|
|