Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Super
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ.

აღნიშნული ვაკანსია ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის.

ფილიალის მისამართები, რომელშიც გვაქვს ვაკანტური ადგილი:

** თბილისი, ს/ც სითი მოლი საბურთალო
** თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი - 10:00- 19:00/13:00-22:00 / ერთცვლიანი- 11:00 - 20:00
** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
** ანაზღაურების ოდენობა ხელზე: 931 ლარი - 1031 ლარი (ცვლილება 1 წლის შემდეგ)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
** პროდუქციის განთავსება თაროებზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება კომპანიაში არსებული მერჩენდაიზინგის
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება;
** პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სერვისულობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

** კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ;
** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
** სამსახურს საცხოვრებელთან ახლოს;
** კომპანია "სუპერის" პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://bit.ly/3PMXAEt

ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 577021010

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე
TOP.GE