დასახელება:
ბაზრის ანალიზი ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში
|
მომწოდებელი:
People In Need
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
თანდართული ფაილი:
627795_danarti_5739582.zip
|
"PIN Georgia" აცხადებს კონკურსს კონსულტანტის შერჩევაზე - ბაზრის ანალიზის ჩასატარებლად ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში (TT PL)
People in Need (PIN) Georgia აცხადებს კონკურსს კვალიფიციური კონსულტანტის ან ექსპერტთა გუნდის შესარჩევად, რომელიც განახორციელებს ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორების ბაზრის ანალიზს გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში (TT PL).
პროექტის შესახებ:
"ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების ჰარმონიული განვითარება" ხორციელდება PIN Georgia-ს მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, არამდგრადი პრაქტიკების შემცირება და ადგილობრივი თემების ეკონომიკური გაძლიერება მონაწილეობაზე დაფუძნებული მართვის სისტემის საშუალებით.
დავალების მიზანი:
კვლევის ფარგლებში ჩატარდება ბაზრის ანალიზი ორი ძირითადი მიმართულებით:
** ეკოტურიზმი: ტურისტული სერვისების, ინფრასტრუქტურის საჭიროებებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** სოფლის მეურნეობა: არსებული პრაქტიკების, გამოწვევების (მცირემიწიანობა, ტყეში შეჭრა, მოსავლის შემდგომი მართვა) შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ღირებულებათა ჯაჭვების განვითარების მიზნით.
განხორციელების ვადა:
დაწყება: 2025 წლის 12 მაისი
დასრულება: 2025 წლის 15 ივლისი
ანაზღაურება: 6000 ლარი, ანაზღაურებაში შედის ყველა გადასახადი და ხარჯი (ტრანსპორტი, განთავსება, თარგმნა და სხვა).
ბაზრის ანალიზი უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
** შესაბამისი მაგისტრის ხარისხი (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სოციალური მეცნიერებები და სხვ.);
** გამოცდილება ბაზრის ან ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზში;
** CZDA-ს, ADA-ს ან მსგავს დონორებთან მუშაობის გამოცდილება;
** ეთიკური კვლევის სტანდარტების დაცვა;
** კარგი კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან;
** გამართული ქართული ენა.
დეტალური ინფორმაცია (ტექნიკური დავალება ქართულ და ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ ნახოთ ჩამოსატვირთ ფაილში.
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ბაზრის ანალიზის შესაბამისი წინა ნამუშევარი
ელფოსტაზე: zurab.imerlishvili@peopleinneed.net. სათაური/თემაში მიუთითეთ: "Application for Market Analysis".
დამატებითი ინფორმაცია:
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 აპრილი.
გასაუბრებაზე მიიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
|
|
|
|