დასახელება:
ბუღალტერ/ფინანსისტი
|
მომწოდებელი:
მეზონ49
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
შპს "მეზონ49", Boulangerie BRETON https://www.facebook.com/boulangeriebreton აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ/ფინანსისტის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** გადარიცხვების მომზადება ინტერნეტ-ბანკში, მათ შორის სახელფასო გადარიცხვები
** მიღებული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება და დადასტურება RS.GE პორტალზე
წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის ზედნადებების და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა RS.GE პორტალზე
** წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებზე ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა RS.GE პორტალზე
** მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სალაროს შემოსავლების შედარება RS.GE პორტალთან და სალაროს ნაშთების კონტროლი
** ინტერნეტ ბანკიდან გადარიცხვების ჩამოტვირთვა და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების წარმოება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში (FMG)
** RS.GE პორტალიდან ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების წარმოება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში (FMG)
** დებიტორ-კრედიტორების აღრიცხვა-კონტროლი და კანონმდებლობის შესაბამისად შედარების აქტების მომზადება/გაფორმება
** კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და ვადებში კომპანიის საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
** დეკლარაციების მომზადება და წარდგენა საპენსიო სააგენტოში
** საჭიროების შემთხვევაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კითხვარის შევსება-გაგზავნა
** საწარმოს შესყიდვების და გაყიდვების აღრიცხვა
** ყოველთვიურად საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის ბალანსის უწყისის მომზადება
** მენეჯმენტისთვის და გარე მომხმარებლებისთვის ფინანსური რეპორტინგის მომზადება
** საწარმოს ინვენტარიზაციებში და აღწერებში მონაწილეობა
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებისათვის (SARAS) შესაბამისი ინფორმაცია მომზადება
** ყველა საჭირო ბუღალტრული გატარების შესრულება (ძირითადი აქტივები, მარაგები, შემოსავლები, ხარჯები, კაპიტალის ცვლილება, სესხები, ანაბრები, მოთხოვნები და ვალდებულებები და სხვ.) ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში/პროგრამაში ყოველდღიურად, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა და სხვადასხვა საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებების, ფასნამატებისა და სარეალიზაციო ფასების დადგენაში ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ულიმიტო სასაუბრო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრად/ფინანსისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება წარმოების სფეროში
** FMG პროგრამის, ასევე Syrve პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** ჩვენ ვეძებთ პუნქტუალურ, პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც დავახვედრებთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდს და საინტერესო გამოწვევებს.
** ვპირდებით კონკურენტულ ანაზღაურებას დამატებით ბონუსს და სხვა ბენეფიტებს, პროფესიულ და კარიერულ ზრდას.
სამუშაო განაკვეთი სრული: 09:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი
შპს "მეზონ49" დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: info@breton.ge და საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|