დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ზოდი
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანიის აღწერა:
კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.
"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით - თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
** გაქვს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასაწყობე მარაგების მართვაში;
** ხარ გუნდის ლიდერი;
** საინტერესოა და მოგწონს შიდა და გარე ინტერიერის დიზაინი;
ადგილი სადაც იმუშავებ: ქ. ბათუმი, პ. ბაგრატიონის 126 (შარტავას ქუჩის კვეთასთან)
ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურება + ბონუსი
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი.
სამუშაო აღწერა:
** საწყობის სრული ციკლის მართვა - მიღება/აღრიცხვა/პროგრამაში ასახვა;
** გეგმიური ინვენტარიზაციის პროცესის სრული ციკლის მართვა და რეპორტინგი;
** შოურუმის უზრუნველყოფა პროდუქციით;
** პროგრამაში ნაშთების ასახვა და გაცემული პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა;
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა და კომუნიკაცია საამქროსთან/საწყობთან/ხელმძღვანელთან;
** დაქვემდებარებულ გუნდთან დავალების მიცემა და მათი შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** შოურუმისგან მიღებული შეკვეთის ტრანსპორტირების დაგეგმარება და ჩაბარების უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა და მონიტორინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
** საცალო ვაჭრობის, ან მომსახურების სფეროში სასაწყობე მარაგების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
** ლოჯისტიკის ოპერაციების დაგეგმარების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|