დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Hualing International Special Economic Zone
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.
"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი)
ხელმძღვანელობა - დირექტორი
ანაზღაურება - 1800 (NET) ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სასაწყობე მეურნეობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მისაღები პროდუქციის რაოდენობისა და მონაცემების შესაბამისობის შემოწმება (საბაჟო დეკლარაციის ან RS.GE-ის მიხედვით);
** პროდუქციის ჩამოცლის პროცესის კონტროლი და შესაბამისობის შემოწმება არსებულ საბუთებთან;
** მიღებული პროდუქციის სასაწყობე პროგრამაში გატარება შესაბამისი კოდების მიხედვით;
** მიღების ორდერის გამოწერა (რომელიც უნდა დამოწმდეს ხელმოწერით საწყობის ქართველი და ჩინელი თანამშრომლებისა და მყიდველის მიერ);
** მიღების ორდერის გადაცემა ბუღალტერიისთვის;
** პროდუქციის ობიექტზე მიღებისას პროდუქციის ადგილზე გაცემა და მიღება-გაცემის აქტის შედგენა;
** მოთხოვნის ფურცლის საფუძველზე შესაბამის პირზე/კომპანიაზე პროდუქციის გაცემა და პროგრამული გატარება;
** გასავლის ორდერის გამოწერა ორ ეგზემპლარად (რომელიც ინახება საწყობის მენეჯერებთან);
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პლატფორმა RS.GE-ში მუშაობის გამოცდილება
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@hualing.ge არაუგვიანეს 15 მაისისა.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|