Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: მასტერ თრეიდი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"მარს - ვრიგლის" (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (excel; word);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** საქმიანი მიმოწერის წარმოება პარტნიორ კომპანიებთან;
** შესყიდვების განხორციელება;
** ნაშთების კონტროლი;
** გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების მონიტორინგი;
** ფასების მონიტორინგი;
** ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა;

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და, რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე hr@master-trade.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე