Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აპარტ გრუპი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"აპარტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

აპარტ ჯგუფი წარმოადგენს მრავალპროფილურ კომპანიას, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტს, მშენებლობას, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინის სერვისებს. კომპანია ახორციელებს პრემიალურ პროექტებს თბილისსა და ბათუმში, გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის სტანდარტებით

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ მიღებული მომსახურების პროგრამაში აღრიცხვა ანგარიშ-ფაქტურის/მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ანგარიშფაქტურის მოთხოვნა, დადასტურება, ანგარიშფაქტურის ნომრის მითითება/იდენტიფიკაცია;
** ძირითადი საშუალებების ასახვა პროგრამაში. შესყიდვის, რეალიზაცია/ჩამოწერის, ლიზინგის ოპერაციების აღრიცხვა და ცვეთების დარიცხვა;
** ნებისმიერი რეალიზაციის (საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა) პროგრამაში ასახვა, ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** დებიტორ-კრედიტორებათან შედარება, შედარების აქტების წარმოება. დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შედარების აქტის გამორმება;
** ხარჯების დარიცხვა: რს-ზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შეჯერება მ/ჩ აქტებთან, დადასტურება და ასახვა პროგრამაში, მიკუთვნება შესაბამის პროექტზე ან განყოფილებაზე.
** საბანკო გადარიცხვების უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ატვირთვა;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების ატვირთვა პორტალზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა "ორისი"-ში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft-ის საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: career@apartgroup.com და მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბუღალტერი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 მაისი.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე