Робота для біженців з України
მებაღე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
ვეძებთ თანამშრომელს მებაღეს პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბალახის მწვანე საფარის მოვლა - გაკრეჭა, მორწყვა, სასუქის შეტანა და ა.შ;
** მწვანე ნარგავების მოვლა (დარგვა, გამარგვლა, გასხვლა, მორწყვა);
** ახალი მცენარეების მიღება/დარგვა/გადარგვა;
** ჩაბარებულ ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნება: მწვანე საფარის ზედმეტი ნარჩენებისგან გათავისუფლება.
** ჩაბარებულ ტერიტორიაზე არსებული პრობლემების/ხარვეზების შესახებ შესაბამისი პირების დროული ინფორმირება.

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიული, შრომისმოყვარე და მონდომებული;
** პუნქტუალური;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00 საათამდე);
** სამუშაო ადგილი: წყნეთი (კაკლები);
** ანაზღაურება: 2, 200 ლარი (ხელზე ასაღები).

შესაბამისი ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან საკონტაქტო შემდეგ მეილზე: Career@mpd.ge.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე