Робота для біженців з України
რეგიონული წარმომადგენელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული წარმომადგენელი
მომწოდებელი: ოსტეო დენტაშოპი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
შპს "ოსტეო დენტაშოპის" წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებ რეგიონულ წარმომადგენელს ქ. ბათუმში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** მუდმივად განვითარდება პროფესიულად (ვებინარები, ტრენინგები, კონგრესები);
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა.

სამუშაოს აღწერილობა:

** მიმდინარე გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი, პროცესის ანალიზი, რეკომენდაციის შემუშავება;
** ყოველდღიური ვიზიტები მომხმარებლებთან
** კომპანიის პროდუქციის გაცნობა, დანერგვა, გაყიდვების ხელშეწყობა;
** ყოველთვიური ანგარიშისა და მომდევნო თვის სამოქმედო გეგმის მომზადება;
** პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად და არის მზარდი. პრემიული სისტემა - გაყიდვების მიხედვით;
** გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 3 თვე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის სასურველია გამოცდილება;
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: info@dentashop.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ბათუმი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე