Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ფერმა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას თბილისში ბარისტას პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ყავის და სხვა სასმელების მომზადება (სხვადასხვა სახის ყავა, ჩაი, დესერტები)
** მომხმარებელთან ურთიერთობა და შეკვეთების მიღება
** სამუშაო სივრცის სისუფთავე და წესრიგი
** სალაროსთან ოპერირება და გადახდების მიღება
** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად საჭირო ინვენტარის მოწესრიგება, მომზადება
** პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** თანამშრომლობა პერსონალთან
** პასუხისმგებელია
** ყავის აპარატის ყოველდღიური გაწმენდა და მოვლა, კერძოდ აპარატში დაგროვებული ნალექის ან რძის ნარჩენების მოსაშორებელი პროცედურების შესრულება
** ყავის აპარატის ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** აპარატისთვის საჭირო მასალების შევსება: წყლის რეზერვუარის, ყავის მარცვლების და რძის მომარაგება.
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პერსონალის ინფორმირება

უნარები:

** ყავის მომზადების გამოცდილება (სასურველია);
** მომხმარებელთან მომსახურების და კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მუშაობის გამოცდილება
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და რეგიონი.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

** დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე