დასახელება:
ტენდერი სასტუმრო საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
NALAG
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 აპრილი
|
თანდართული ფაილი:
627530_Tender_Purchase_Hotel_Conference_Services_6134618.zip
|
კავშირი "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" პროექტის "EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სასტუმრო საკონფერენციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის (Interreg VI-B) NEXT Black Sea Basin Programme-ის დაფინანსებით.
მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი
დაწყების თარიღი: 16 აპრილი, 2025 წელი
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი);
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა
** შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
** შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით.
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:
** რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია .
** რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
** რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.
სატენდერო წინადადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის 28 აპრილი 18:00 საათი
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tenders@nala.ge
"ათეა" დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
|
|
|
|