Робота для біженців з України
უფროსი მზარეული - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მზარეული
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე უფროსი მზარეულის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი).

ძირითადი მოთხოვნები:

** 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** სამზარეულოს გუნდის მართვის გამოცდილება, მენეჯერული უნარის ფლობა;
** სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;
** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
** HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით;
** ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა თანამშრომლობის შემთხვევაში (არ უნდა ჰქონდეს მძიმე ვირუსული ინფექცია გადატანილი ბოლო ერთი წლის მანძილზე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან ხარისხიანი პროდუქციის მიღება;
** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** კერძის მომზადების წესებისა და დადგენილი მენიუ-კალკულაციების მიხედვით კერძების მომზადება;
** კერძის დროულად და ხარისხიანად მომზადების კონტროლი;
** მზა საკვების ულუფების აწონა და დაგემოვნება გასაცემ ხაზზე გატანამდე;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ყოველდღიურად საქმიანობის დელეგირება და მათი ჯეროვნად შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მიერ, სამზარეულოში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
** დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** HACCP სტანდარტის დაცვა;
** სამზარეულოს პერსონალის დისციპლინისა და ქცევის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მენეჯერული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: დღეში - 125, 30 ლარი (დარიცხული)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე