Робота для біженців з України
უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი/ ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი/ ბუღალტერი
მომწოდებელი: Eatblu
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"Eatblu", თბილისის ახალი სთრით სთაილ კვების ობიექტია და აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ხარჯთაღმრიცხველის/ ბუღალტრის თანამდებობაზე.

პოზიცია: ჰიბრიდული - დისტანციური/ობიექტზე საჭიროებისამებრ ვიზიტებით
ლოკაცია: თბილისი, ვაკე

ხარჯთაღმრიცხველი სარესტორნო სფეროში პასუხისმგებელია ფინანსური მენეჯმენტისა და ხარჯების კონტროლზე, რათა უზრუნველყოს კვების ობიექტის ეფექტური და მომგებიანი ოპერირება. მისი ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს ხარჯების შემცირება, მომგებიანობის ზრდა და ბიუჯეტის სტრატეგიული მართვა.

ძირითადი მოვალეობები:

** RS.ge-ის ზედნადებების მართვა და განახლება
** მუშაობა FINA Back Office-ში: ანგარიშგება, შეჯერება და მარაგების განახლება
** ხარჯების კონტროლი - მენიუს პოზიციების თვითღირებულების გამოთვლა, ფასებისა და მოგების მარჟის განსაზღვრა
** დებიტორებისა და კრედიტორების ბალანსების ანალიზი და მონაცემთა ბაზის განახლება
** ნაღდი ფულის ბალანსის შეჯერება
** საბანკო ოპერაციების კონტროლი
** თვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების წარდგენა
** თვიური მოგება-ზარალის, ბალანსის და ფულადი ნაკადების ანგარიშების მომზადება

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე - საუბარი და წერითი უნარები სავალდებულოა
** განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით
** სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (განხილული იქნება ასევე ბოლო კურსის სტუდენტებიც)
** ფინანსებსა ან ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით HoReCa (სარესტორნო) სექტორში
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** FINA Back Office-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე contact@eatblu.co

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე