Робота для біженців з України
ფრონტ ოფისის ადმინისტრატორი - წალკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კასს ლენდი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1300-1800 ლარი გამოცდილების შესაბამისად
კომპანია უზრუნველყოფს: განთავსებას, კვებას

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და ოთახების განაწილება
** სტუმრების გამოთხოვება და ანგარიშსწორების პროცესის მართვა
** დაჯავშნის სისტემის გამოყენება (ონლაინ და პირდაპირი ჯავშნები)
** ტელეფონის ზარებზე პასუხი და კითხვებზე დროული რეაგირება
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება (სასტუმროს სერვისები, ადგილობრივი ატრაქციები და სხვა)
** ჩივილების მიღება და მათი გადაგზავნა შესაბამის განყოფილებაში
** ფულის მიღება და ანგარიშგება
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მსგავსი მოვალეობების შესრულების 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალურობა,
** ორგანიზებულობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** ანალიტიკური აზროვნება, მომსახურების უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე