Робота для біженців з України
ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: მშობლების თანადგომა
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომას" 18+ დღის ცენტრი მის: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.46 აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო საათები მოიცავს კვირაში 1 სამუშაო დღეს 10-16 საათამდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფსიქოლოგი მუშაობის მიზანია: ხელი შეუწყოს ცენტრის ბენეფიციარების ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებას და მათი უნარების განვითარებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თითოეულ ბენეფიციარზე აწარმოოს პირადი საქმე მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
** ბენეფიციარის დღის ცენტრში შემოსვლიდან 20 დღის განმავლობაში შეაფასოს მისი ფუნქციური, ფსიქო-ემოციური და აკადემიური საჭიროებები და დღის ცენტრის მულტიდისციპლინარულ წარუდგინოს წერილობითი დასკვნა ინდივიდუალური მომსახურების/ზრუნვის გეგმის შესადგენად;
** უხელმძღვანელოს მულტი დისციპლინარულ გუნდს და შეიმუშაოს პირველადი ზრუნვის გეგმა, მონაწილეობა მიიღოს განხორციელების პროცესში;
** იმუშაოს ბენეფიციარებთან, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად;
** მიმდინარე და ჩატარებული ფსიქოლოგიური სამუშაოების პროგრესის განსაზღვრისთვის იხელმძღვანელოს სხვადასხვა ტექნიკებით: ტესტირება, ინტერვიუ და ა. შ.
** გააცნოს მშობლებს მათი შვილების ინდ. გეგმის მიზნები, კონსულტირების გზით დახმარება შესთავაზოს და გაუწიოს ბენეფიციართა მშობლებს, (სურვილის შემთხვევაში);
** აწარმოოს პროგრესის ჩანაწერები პირველადი ზრუნვის გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რაც ფსიქოლოგის ჩართულობას მოითხოვს.
** კონსულტაცია გაუწიოს დღის ცენტრის თანამშრომლებს.
** გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა
** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;

მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** ადაპტაციის უნარი.
** პუნქტუალობა

შერჩევის პროცედურა:

** 1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
** 2 ეტაპი - გასაუბრება;

გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com. ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2025.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე