Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ზავაია ჰოლდინგ გრუპ
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"Zawayia Holding Group", უძრავი ქონების მართვის კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი (10:00-19:00)

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ HR მენეჯერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული და ოპერაციული პროცესების ორგანიზებაზე. კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული, ორგანიზებული და ორიენტირებული ადამიანებზე და ბიზნესის საჭიროებებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და სტრატეგიების დაგეგმვა, შემუშავება და დანერგვა;
** HR პროცედურების განვითარება და მართვა მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა სტანდარტების შესაბამისად;
** შრომით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა — შერჩევა, გასაუბრებები და ფინალური გადაწყვეტილებების მიღება;
** თანამშრომელთა დოკუმენტაციის ადმინისტრირება: შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, ბრძანებებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და აღრიცხვა;
** პერსონალის მონაცემების სისტემაში ასახვა, რეგულარული განახლება და კონტროლი;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და განახლება;
** დასწრების მონიტორინგი და შესაბამისი აღრიცხვა;
** ბენეფიტებისა და კომპენსაციების სისტემის მართვა და ოპტიმიზაცია;
** კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება და თანამშრომელთა ჩართულობის ამაღლება;
** სამოტივაციო სისტემების შემუშავება, დანერგვა და ეფექტიანი მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის ან HR მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯერის პოზიციაზე
** შრომითი კოდექსის ცოდნა
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და მიუთითოთ პოზიციის დასახელება: hr@zawayiaholdinggroup.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე