Робота для біженців з України
შეფ მზარეული - წყალტუბო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი კერა
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
რესტორანი "კერა" აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის პოზიციაზე

ვაკანსიის მდებარეობა: წყალტუბო

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ზედამხედველობა გაუწიოს კერძების წარმოების ყველა პროცესს და უზრუნველყოს ხარისხი
** მონაწილეობა მიიღოს კვების ახალი პროდუქტების მოძიებაში და ტესტირებაში
** ხელი შეუწყოს რესტორანს წლიური გაყიდვების გენერირებასა და განვითარებაში;
** საჭიროების შემთხვევაში ურთიერთობა ჰქონდეს სტუმრებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კოლეგებთან
** მარაგების სწორი მართვა და სათანადო ხარჯვის კონტროლი;
** მენიუს შედგენა, მენიუში არსებული კერძების სტანდარტიზაციის უზრუნველყოფა და კალკულაციით მუშაობა;
** სამზარეულოს მუდმივი სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** კერძის თვითღირებულების კონტროლი და დანაკარგის შემცირება;
** უზრუნველყოს მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგი და მეთვალყურეობა გაუწიოს მათ განვითარებას;
** პროდუქციის გამზადება წინასწარ განსაზღვრული რაოდენობებით
** უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის სამსახურის მოთხოვნის მიხედვით მუშაობა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის შევსება;
** უზრუნველყოს საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა/სტანდარტების შენარჩუნება

საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება 3000-7000 ლარი;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: keraethnogroup@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე