დასახელება:
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
SafCo
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია "SafCo" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე. პოზიცია ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გუნდის გაძღოლას და სხვადასხვა პროექტების მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
** სპეციალისტთა გუნდის მართვა და ობიექტების დაფარვის კონტროლი;
** წინასწარ განსაზღვრული მართვის სისტემის მიხედვით თანამშრომელთა გუნდისა და კონტრაქტორი კომპანიების დაფარვის ხარისხის კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის SafePRO-ს გამოყენება და კომპანიებში დანერგვა;
** ობიექტების შრომის უსაფრთხოების მომსახურება და კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ძირითადი მოთხოვნის შესრულება;
** კომპანიაში რისკების შეფასების პროცესის შემუშავება და დანერგვა, შესაბამისი დოკუმენტის წარმოება და კონტროლის მექანიზმების გაწერა;
** შრომის უსაფრთხოების გეგმის, პროცედურების, პოლიტიკის გაწერა და შემუშავება;
** ორგანიზაციაში ინციდენტების ანგარიშგების და მოკვლევის პროცესის დანერგვა. ინციდენტების რეგულარული დაფიქსირება, შიდა მოკვლევის ჩატარება და გამოსასწორებელი დავალებების გაწერა;
** კომპანიის პერსონალისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით სწავლება / ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** სხვადასხვა ინოვაციურ პროდუქტში ჩართულობა;
** სფეროში მოთხოვნადი ტრენინგების და სასწავლო კურსების შემუშავება და გაძღოლა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული სერტიფიკატის ქონა;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერის (გუნდის ლიდერის) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების და SafePRO-ს სისტემის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** მენეჯერული თვისებები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ახალი ინიციატივების წარმოჩენის შესაძლებლობა;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** ყოველთვიური ხელფასის დანამატის (საბონუსე) სისტემა;
** მუდმივი წინსვლის და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** NEBOSH სერტიფიკატის დაფინანსება;
** მეგობრული გარემო;
** საინტერესო პროექტებში ჩართულობა;
ხელფასი: 4000-4500 ₾
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@safco.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
სამოტივაციო წერილის გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება!
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|