Робота для біженців з України
სტიუარდი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი
მომწოდებელი: Pabellón Hotel
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
პაბელონის სასტუმრო _ Pabellón Hotel (ყვარელი-საქართველო) აცხადებს ვაკანსიას: სტიუარდი.

განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ჭურჭლის რეცხვა - თეფშების, ჭიქების, ქილების, ტაფების და სხვა სამზარეულო ინვენტარის რეცხვა სპეციალური ჭურჭლის სარეცხი მანქანით და ხელით.
** სამზარეულოს ინვენტარის გაწმენდა - მათ შორის დიდი ტექნიკა (ღუმელი, ქურები, გრილი და სხვ.).
** სისუფთავის შენარჩუნება - სამზარეულოს სარეცხი ზონის, იატაკის, კედლების, ნაგვის ურნების და სამუშაო მაგიდების რეგულარული გაწმენდა და დეზინფექცია.
** ნაგვის მართვა - ნაგვის გატანა, დახარისხება (საჭიროების შემთხვევაში) და კონტეინერების სისუფთავის შენარჩუნება.
** სარეცხი საშუალებების სწორად გამოყენება - უსაფრთხოების წესების დაცვით.
** ინვენტარის სწორად განლაგება - სისუფთავედ გარეცხილი ჭურჭლის და მოწყობილობების სათანადოდ განთავსება.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე