Робота для біженців з України
რეზერვაციის კოორდინატორი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციის კოორდინატორი
მომწოდებელი: Pabellón Hotel
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
პაბელონის სასტუმრო _ Pabellón Hotel (ყვარელი-საქართველო) აცხადებს ვაკანსიას: რეზერვაციის კოორდინატორი.

განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ყოველდღიურად ინდივიდუალური, ჯგუფური და ონლაინ ჯავშნების კონტროლი PMS-სა და ყველა სხვა არხებში
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ოთახებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ;
** მიღება-განთავსების განყოფილებისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება;
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და სასტუმროს მართვის პროგრამის (PMS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე