Робота для біженців з України
კვების და სასმელების დეპარტამენტის სუპერვაიზერი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების და სასმელების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Pabellón Hotel
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
პაბელონის სასტუმრო _ Pabellón Hotel (ყვარელი-საქართველო) აცხადებს ვაკანსიას კვების და სასმელების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** სასტუმროს რესტორნების, ბარების, რუმ-სერვისისა და ღონისძიებების ოპერაციების კოორდინაცია, ყოველდღიური პროცესების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** სტუმრების შენიშვნების გათვალისწინება და პრობლემების გადაჭრა განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით.
** აქტიური ჩართულობა თანამშრომლების ტრეინინგების პროცესში.
** სამუშაო გუნდთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება და მათ კმაყოფილებაზე ორიენტირება.
** სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
** ყოველდღიურ/ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასწრება
** მიმართულებების და მოტივაციის მიცემა კვების მომსახურების გუნდის წევრებზე ყოველდღიური კომუნიკაციით
** მარაგების კოორდინირება და კონტროლი
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ინვენტარიზაციის წარმოება
** სტუმრებისგან შეკვეთების მიღება და მათი დროულად მიწოდება;
** მომხმარებლებისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** მენიუს კარგად ცოდნა და სტუმრებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა კერძების მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრის კმაყოფილების შეფასება და შესაბამისად მოქმედება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სარესტორნე პროგრამების ფლობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე