Робота для біженців з України
დასუფთავების დეპარტამენტის კლასტერ-მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის კლასტერ-მენეჯერი
მომწოდებელი: MP Group Hospitality
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
MP Group Hospitality ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში. ჩვენი ისტორია გუდაურში მდებარე ისტორიული სასტუმრო "მარკო პოლოთი" იწყება და დღეს უკვე მოიცავს სასტუმროებს, ჰოსტელებს, შალეებსა და après-ski სივრცეებს, სადაც ყოველი ობიექტი თავის უნიკალურ ისტორიას ჰყვება. ამ ისტორიებს კი ის ადამიანები ქმნიან, ვინც MP Group Hospitality-ის ნაწილია.

MP Group ერთიან ბრენდად 2018 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და ადამიანზე ორიენტირებული სტუმარმასპინძლობა.

ჩვენი ქვე-ბრენდებია:

** სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
** სასტუმრო ალპინა გუდაური
** ხადა ჰოსტელი
** ხიჟინა
** პურის მოედანი ბუტიკ სასტუმრო

ვაკანსიის შესახებ: დასუფთავების დეპარტამენტის კლასტერ-მენეჯერი

სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** დასუფთავების დეპარტამენტის გუნდების მართვა: ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მონიტორინგი და ადმინისტრირება, მათი დატრენინგება/გადამზადება საჭიროებისამებრ
** ყოველდღიური დავალების განაწილება ოთახების, საზოგადოებრივი სივრცეების და სხვა მიმართულებით დასაქმებული გუნდის წევრებისთვის
** დეპარტამენტის მატერიალური ქონებისა და მარაგების მართვა/კონტროლი, დასუფთავების დეპარტამენტისთვის განსაზღვრული შესყიდვების წარმოება; დეპარტამენტის ბიუჯეტირება და ხარჯების კონტროლი ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენელთან და სასტუმროს გენერალურ მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობით
** სასტუმროს ტერიტორიის ზედამხედველობა, მონიტორინგი და დროული/ეფექტური რეაგირება, ხარვეზების/დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში
** ეფექტური კომუნიკაციის წარმოება დეპარტამენტის თანამშრომლებთან, სასტუმროს გენერალურ მენეჯერთან, დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და სხვა კოლეგებთან,
** სტუმრების ეფექტური მომსახურება, სასტუმროს სტანდარტების გათვალისწინებით; დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება სტუმართა მომსახურების კუთხით, სამუშაო შედეგების გასაუმჯობესებლად
** თანამშრომელთა, სტუმართა და სასტუმროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირთა კონფიდენციალურობის დაცვა
** სასტუმროს ქონების გაფრთხილება, მათი დაზიანებისგან დაცვის უზრუნველყოფა
** დეპარტამენტის საოპერაციო პროცედურების (მათ შორის დაკარგული და ნაპოვნი ნივთების რეგულაციების) ზედმიწევნითი დაცვა და მონიტორინგი
** დეპარტამენტის სამუშაო პროცესების კუთხით გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება სასტუმროს გენერალურ მენეჯერთან, დამფუძნებლებთან
** ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (მათ შორის შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების) ნორმების დაცვა

მოთხოვნები და უნარები:

** დასუფთავების სფეროში ზედამხედველის და/ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
* სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphositality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე
TOP.GE