დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
|
მომწოდებელი:
ვიანი
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 აპრილი
|
სს "ვიანი" აცხადებს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ლიუბლიანას ქ 13/6)
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე;
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად სახელფასო ბიუჯეტის კონტროლი, თვის სახელფასო ხარჯის დადგენილ ბიუჯეტთან დადარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** პერსონალის შერჩევის პროცესის ეფექტური მართვა;
** ახალაყვანილი თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიღება და კომპანიასთან ადაპტირების პროცესში მხარდაჭერა;
** ადმინისტრაციული ნაწილის უზრუნველყოფა (ბრძანება, შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა);
** მიმდინარედ ცვლილებების ასახვა შესაბამის პროგრამაში;
** თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზაში და პროგრამაში ვადების დაცვით;
** თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ბენეფიტებისა და საკომპენსაციო პაკეტების შესახებ;
** თანამშრომლებისთვის შრომითი ხელშეკრულების პირობის გაცნობა ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება (პირობების წინასწარ დაზუსტება/შეთანხმება), თანამშრომლისთვის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთან/მომსახურების გამწევ პირთან დაკავშირებული ცვლილებების (გადაადგილება, დაწინაურება, და სხვა) ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის (ბრძანება, შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა) დროულად მომზადება;
** თვის სახელფასო ხარჯის დადგენილ ბიუჯეტთან დადარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** მიმდინარედ ცვლილებების ასახვა შესაბამის პროგრამაში;
** თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზაში და პროგრამაში ვადების დაცვით;
** თანამშრომლებისთვის ცნობების (ხელფასის, სამსახურის შესახებ) დროულად მომზადება;
** ჰოსპიტლის კორპორატიული ღონისძიებების და თიმბილდინგების დაგეგმვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური, ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** აუცილებელია პერსონალის ადმინისტრირების კუთხით ან ჰოსპიტალში/კლინიკაში ადმინისტრაციის მენეჯერის/სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** აუცილებელია ლიტერატურული ქართულით წერა, გამართული ქართულით მეტყველება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 აპრილი, 2025
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career?careerId=1270
სს "ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|