Робота для біженців з України
HVAC ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HVAC ტექნიკოსი
მომწოდებელი: თბილი სახლი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია "თბილი სახლი" (Casa Calda) დაარსდა 2001 წელს და უკვე 23 წელია ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერი პოზიცია საინჟინრო მომსახურების სფეროში. ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს გათბობა-გაგრილების, ხანძარქრობის, წყალგაყვანილობის, ელექტრობის, სუსტ დენების და სხვა საინჟინრო სისტემებს.

კომპანიას შესრულებული აქვს 500-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ქუთაისის აეროპორტი, ქუთაისის პარლამენტი, ბარამბოს ქარხანა, გალერია თბილისი, ისთ ფოინთი და სხვა.

კომპანია თბილი სახლი აცხადებს ვაკანსიას HVAC-ტექნიკოსის პოზიციაზე, რომელსაც საინტერესო გამოცდილებას და პროფესიულ განვითარებას ვპირდებით.

HVAC-ტექნიკოსის სამუშაოს აღწერა/მოთხოვნები:

** სპლიტ და მულტი სპლიტ კონდიციონერის დემონტაჟი/მონტაჟი
** სპლიტ და მულტი სპლიტ სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** მექანიკური დაზიანების შეკეთება
** ელექტრო დაზიანების შეკეთება
** საგარანტიო ობიექტებზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება

ძირითადი მოთხოვნები:

** საინჟინრო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (VRF; AHU; Chiller; inverter)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლიუბლიანას N56
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:30
** ანაზღაურება: ფიქსირებული, მზარდი განვითარების შესაბამისად

ბენეფიტები:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით;
** ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge. გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მხაზველი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე