დასახელება:
ივენთ/ღონისძიებათა და პროექტის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
MIS Academy International
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
შპს "MIS Academy International" ვეძებთ ივენთ/ღონისძიებათა და პროექტის მენეჯერის ასისტენტს ქ. თბილისში.
კომპანია "MIS Academy and Study Club Int." არის წამყვანი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიის შპს "ოსტეო დენტაშოპის" ფარგლებში და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას საუკეთესო სასწავლო კონფერეციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა მრავალი აქტივობა და პროექტი.
ძირითადი მოვალეობები:
** ღონისძიებების კონცეფციების შექმნაში ჩართულობა
** ღონისძიებებზე არსებული მომხმარებლების დაპატიჟება
** პროექტების მართვა კოორდინაცია, საჭიროებისამებრ
** ღონისძიებებისთვის შესაბამისი ლოკაციების მოძიება და საჭიროების შემთხვევაში ვიზიტების განხორციელება
** პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ამ მიმართულებით ან მომსახურების მენეჯერის გამოცდილება. (თუმცა განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც აღნიშნული გამოცდილების გარეშე, მაგრამ დიდი მოტივაციით ახალი მწვერვალების დაპყრობისკენ)
** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** საჭიროებისამებრ სრულად ანაზღაურებად მივლინებებს საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთ
** სრულად ანაზღაურებად კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს
** თანამედროვე ვაიბს ოფისში ახალი კოლეგების გუნდში
** დაწინაურების პერსპექტივას
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.
** საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად (გამოცდილებიდან გამომდინარე 700 ლარიდან) და არის მზარდი.
** გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 3 თვე
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: info@dentashop.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "events".
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|