Робота для біженців з України
შემადგენელი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემადგენელი
მომწოდებელი: ტრანსფორდი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის შვილობილი ორგანიზაცია შპს "ტრანსფორდი" აცხადებს ვაკანსიას შემადგენლის პოზიციაზე.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. ფოთი
დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, კვება.

აუცილებელი მოთხოვნები: სარკინიგზო დარგში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ისრების მიმართულებების ცოდნა და შემოწმება;
** მოძრავი შემადგენლობის დაძვრა, გაჩერება, გაცილება;
** მარშრუტის გამზადება საისრე გადამყვანებზე;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: transford@transford.net და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანია ტრანსფორდმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე