Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: ოლსთოუნი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
შპს "ოლსთოუნი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციებზე.

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა; (თურქულის ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office. (Word, Exel. PowerPoint)
** სასურველია, პიარსა და მარკეტინგში გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში მოსული სტუმრების მიღება და დახვედრა;
** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
** კორესპონდენციის მართვა და აღრიცხვა: გაგზავნა, მიღება (ჩაბარების დასტური), ადრესატისთვის გადაცემა;
** ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრის ჩანიშვნა (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა)
** სასტუმროების და ავიაბილეთების დაჯავშნა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობებით.

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

სამუშაო ადგილი - თბილისი, დიღმის მასივი, ჯ. ბალანჩინის ქუჩა.
სამუშაო საათები - სრული განაკვეთი, კვირა დღეს დასვენება.
ხელფასი: 1200 ლარიდან (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)

განიხილება CV რომელიც იქნება ფოტო სურათით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე - info@allstone.ge და მიუთითოთ დასახელებაში პოზიცია. სხვა დამატებითი შეკითხვისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: + (995) 599 44 31 31
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე