Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: კია საქართველო
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
"კია საქართველოში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი - 14:00 საათიდან 18:00 საათამდე. შაბათი - 10:00 სთ- 16:00 სთმდე ან ორშაბათი-პარასკევი - 08:00 საათიდან 12:00 საათამდე.
** ანაზღაურება - 800 ლარი (ხელზე ასაღები);
** მისამართი - ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #84

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** შოურუმისა და ავტოსერვისის საოფისე სივრცის მოწესრიგება დალაგება;
** საოფისე და შოურუმის სივრცის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:

** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონულ მისამართზე - HR@Kia.ge.

გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - დიასახლისი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 14.05.2025 წ.

"კია საქართველო" და "კავკასუს მოტორსი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"კია საქართველო" - ში და "კავკასუს მოტორსში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს და "კავკასუს მოტორსის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე