Робота для біженців з України
სპა ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპა ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
შპს "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "Grand Gloria"-ს, რომელიც გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარე ბულვარის პირველ ზოლში. "Grand Gloria" მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. გარდა ამისა შპს. "გლორია" მართავს სასტუმრო "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას").

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას სპა ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი / სასტუმრო Grand Gloria
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე 00:00-08:00)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** სპა-ცენტრის პროცედურების დეტალური გაცნობა / შეთავაზება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, ელექტრონული შეტყობინებების მიღება და გაგზავნა;
** სტუმრების განრიგის ორგანიზება სხვადასხვა სპა პროცედურაზე;
** პროცედურული დოკუმენტების შევსება და სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხები.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 მაისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ. ფოსტაზე: hr@grandgloria.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, " სპა ადმინისტრატორი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს " გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე