Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=627171&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მმართველი - საგარეჯო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე.

** სამუშაო ადგილი: საგარეჯო
** განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის დაგეგმილი ბიზნეს შედეგების უზრუნველყოფა და მართვა;
** ფილიალის სალაროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მართვა;
** დაქვემდებარებული გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის მიერ განსახორციელებელი სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება;
** გუნდის წევრების მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდის წევრების შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** მონაწილეობა მომხმარებლის საკრედიტო განაცხადების განხილვაში მინიჭებული ლიმიტის ფარგლებში;
** დამტკიცებული / გაცემული სესხების ფაილინგის შემოწმება და სრულყოფილების კონტროლი;
** გაცემული სესხების მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და პროგრამაში შედეგების ასახვა;
** პროცესების და პროცედურების მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგებების მომზადება;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** რეგიონის მიკრო-საკრედიტო ბაზრისა და მარკეტინგის ცოდნის სათანადო დონე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 27 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია