Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=627148&print=yes&view=jobs
 
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: GreenHub
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია "GreenHub" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** პირველადი საბუთების დამუშავება;
** რეალიზაციის ოპერაციების წარმოება, სასაქონლო ზედნადების და ა/ფაქტურების გამოწერა;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები;
** მთავარი ბუღალტრის მითითებით სხვა საბუღალტრო საქმეების შესრულება;
** RS-ის და პროგრამული ინფორმაციის შედარება;
** დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი;

მოთხოვნები:

** მინ. 1 წლიანი ბუღალტრის სამუშაო გამოცდილება (ვაჭრობის ან/და წარმოების დარგში);
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება 1C-ის ცოდნას);
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა).

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;
** მოწესრიგებული და დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე

ლოკაცია: თბილისი, ს/ც ქარვასლა, ცოტნე დადიანის #7
სამუშაო გრაფიკი: სრული, ოფისში (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HubGreen2020@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დამხმარე ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია